ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე, სავარაუდოდ ოკუპაციის პერიოდში მძიმე ტექნიკის მოძრაობამ, რადიოაქტიური მტვერი ჰაერში აიტანა. ამის შესახებ გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი რაფაელ მარიანო გროსმა განაცხადა, რომელიც უკრაინაში იმყოფებოდა.
მისივე განმარტებით, რუსი სამხედროების ჩერნობილის სადგურის ტერიტორიიდან გასვლის შემდეგ რადიაციის საერთო ფონი ნორმალური იყო გარდა ზოგიერთი ადგილისა.
რუსმა ოკუპანტებმა ჩერნობილის ატომური სადგური გაძარცვეს და შემდეგ დატოვეს
„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ სადგურზე მისი პერსონალი უნდა მუშაობდეს, როგორც ადრე ხდებოდა. მისი ფიზიკური ხელშეუხებლობა დაცული უნდა იყოს და იქ მომუშავე ადამიანებს ნორმალურ პირობებში მუშაობა უნდა შეეძლოთ“.