LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენ და თქვენს შორის ვინც რუსული საქმე გააკეთა და დღემდე აკეთებს იმის დედას ***”- ყაველაშვილის გინებას პარლამენტში ხმაური მოჰყვა

122
ყაველაშვილი

ხმაური პარლამენტში: ყაველაშვილის გინებისთვის ბოდიშს უსუფაშვილი იხდის, სამადაშვილი კი მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ჩამორთმევას ითხოვს

უმრავლესობის დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის სიტყვით გამოსვლას პლენარულ სხდომაზე, პარლამენტში გამოხმაურებები მოყვა.

დეპუტატმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრის დროს შეიგინა, მის განცხადებას კი დარბაზში ხმაური მოყვა.

“სამარცხვინო საქციელი და თქვენი მავნებლობა ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გასცდა ახლა იქ დაიწყეთ მთავრობის დამუნათება. თან გვეუბნებით, რომ ერთად დავდგეთ და ევროკავშირში შევიდეთ, თან ასე სამარცხვინოდ იქცევით და ამუნათებთ საკუთარ ხელისუფლებას. ესაა თქვენი საქციელი? ამაში უნდა გენდოთ? ესა ხართ ? ეს საქციელი სწორია? ესაა მოქალაქეობა? საზოგადოებას ვუხდი ბოდიშს. ჩვენ და თქვენს შორის ვინც რუსული საქმე გააკეთა და დღემდე აკეთებს იმის დედას შევ…ი”, – განაცხადა ყაველაშვილმა.

მისი განცხადების საპასუხოდ, “ლელოს” წევრმა დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ყაველაშვილის განცხადების გამო, თავად იხდის ბოდიშს:

“მე ვიხდი ჩემი კოლეგა ყაველაშვილის ნაცვლად ბოდიშს ყველას მიმართ, ვინც შეურაცხყოფილია ადამიანურად და ვინც შეურაცხყოფილია ინსტიტუციურად და ვისაც ამის ვალი გქონდათ და ამის ნაცვლად აგრძელებთ და, პრაქტიკულად, უერთდებით ამ ყველაფერს”, – თქვა უსუფაშვილმა.

კიდევ ერთმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა კი ყაველაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ჩამორთმევა მოითხოვა:

“ჩვენ პარლამენტში ამ სხდომას ვერ გავაგრძელებთ, ვიდრე დღის წესრიგში არ დადგება ყაველაშვილისთვის მისი დეპუტატის უფლებამოსილების ჩამორთმევის საკითხი. ეს არის ჩვენი მოთხოვნა”, – თქვა სამადაშვილმა.

ყაველაშვილის განცხადების საპასუხოდ, ეთიკის საბჭოსგან უმკაცრესი ზომების მიღებას ითხოვს კიდევ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი თინა ბოკუჩავა:

“დაუყოვნებლივ ეთიკის საბჭომ უნდა მიიღოს უმკაცრესი ზომები იმიტომ, რომ ყოვლად მიუღებელია, როდესაც ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს და ასევე ჩვენს სახელმწიფოს ემუქრება ასეთი საფრთხე და როდესაც ადამიანები, ქალები, ბავშვები, მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება ამ წუთებშიც კი როდესაც ჩვენ ამ დარბაზში ვსხედვართ და როდესაც საქართველოს მოქალაქეების ისევე, როგორც მთელი მსოფლიოს მოქალაქეების მოლოდინი ყველა ცივილიზებული ქვეყნის მიმართ არის პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ერთიანობა, ჩვენ ვხედავთ, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში მართლაც ჯამბაზებად ქცეული ადამიანები იგინებიან.

ეს არ არის ის, რასაც ქართველი ხალხი ელოდება და ეს არ არის ის, რასაც საქართველო იმსახურებს. მოგიწოდებთ დაუყოვნებლივ, მიუხედავად თქვენი პოლიტიკური მრწამსისა, ახლა მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება და სწორი ზომები გაატაროთ ამ ადამიანის მიმართ. ეს არ ეხება მხოლოდ ერთ ადამიანს, ეს ეხება ამ პარლამენტის ღირსებას და ეს ეხება საქართველოს ეროვნულ ღირსებას, ეს ყოველგვარ პოლიტიკას ცდება”, – აცხადებს ბოკუჩავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები