LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ კი არ ვისწავლეთ კოვიდის პირობებში ცხოვრება, არამედ ვისწავლეთ კოვიდისგან დამალვა – ბურჯანაძე

57
untitled-2021-01-28-10-23-00-048878

ნათია თურნავა ტურისტული სექტორში მომუშავე ასოციაციებისა და სასტუმროების წარმომადგენლებს ხვდება, სადაც ვაქცინაციის შესაძლებლობები და აგრეთვე, დარგის წინაშე არსებული სხვა გამოწვევები განიხილება.

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის შოთა ბურჯანაძის განცხადებით, აცრებს მნიშვნელობა დაეკარგება თუ სფერო აღარ იარსებებს. „გინდ ვაქცინა გაგიკეთებია, გინდ არ გაგიკეთებია, თუ სფერო აღარ იარსებებს. დღეს შეზღუდვები გვაქვს 21:00 საათის შემდეგ და შაბათ-კვირას მუშაობის უფლება არ გვაქვს. რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე, ეს საკითხი ეკონომიკის მინისტრთან და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთან აუცილებლად დაისმება“,- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, ინფიცირებულთა რაოდენობის მატების მიუხედავად სრული ჩაკეტვის მოლოდინი არ აქვს, რადგან სახელმწიფო ამას ვერ გაუძლებს.

„მოლოდინი სრული ჩაკეტვის არ მაქვს, რადგან ეს წარმოუდგენელია, სახელმწიფო ამას ვერ გადაიტანს. ჩვენ ყოველთვის ვაჟღერებდით, რომ „ლოქდაუნი“ არ არის გამოსავალი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ შეკავება რაღაც პერიოდით და შემდეგ ეს ისევ განვითარდება. ჩვენ კი არ ვისწავლეთ კოვიდის პირობებში ცხოვრება, არამედ ვისწავლეთ კოვიდისგან დამალვა, რაც ვერაფერს ვერ მოიტანს,“- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები