მეათე დღეა, შოვში, სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
დავით ჯელაძე: „საშინელებაა… ისევ 3 აგვისტოთი ვცხოვრობ“
ფეისბუკის ჯგუფში „რაჭა“ მოქალაქეები, მაშველები, მოხალისეები ხშირად ავრცელებენ ემოციურ ინფორმაციას რაჭის მოსახლეობის შესახებ.
იმერეთის ტერიტორიული რეზერვის წარმომადგენელი, დიმიტრი ცერცვაძე პატარა ანას შესახებ წერს:
„იმერეთის ტერიტორიული რეზერვის ჯარისკაცებს გვქონდა სამძებრო გასვლა მდინარე ჭანჭახზე… მოგვიწია, გზის პირას შესვენება გლოლაში… და ამ დროს ჩვენკენ მოცქრიალებს ლამაზი გოგონა… რომელმაც ხილი და ცივი წვენები მოგვართვა სახლიდან…
სახლში მობრძანდითო, გვთხოვა.. სახელი ანა ჰქვია.
ასევე გამოგვეგება ქალბატონი ლალო, გვეპატიჟა სახლში მობრძანდითო…
უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადოთ ამ თბილ და საოცარ ადამიანებს. უფალი გფარავდეთ“, – წერს დიმიტრი ცერცვაძე და ფოტოებს აქვეყნებს.

