ჩვენთვის პატივია თქვენს გვერდით ვიყოთ პუტინის სასტიკ ომში…აშშ მხარს უჭერს უკრაინის მამაც ხალხს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
ბაიდენის თქმით, აშშ მხარს უჭერს ვოლოდიმირ ზელენსკის, როგორც დიდებულ ლიდერს.
“აშშ მხარს უჭერს უკრაინის მამაც ხალხს, მხარს გიჭერთ თქვენ როგორც დიდებულ ლიდერს. ჩვენთვის პატივია თქვენს გვერდით ვიყოთ პუტინის სასტიკ ომში. 300 დღე – რთული დასაჯერებელია რამდენ ხანს ვცხოვრობთ ამაში. გრძელდება სასტიკი თავდასხმა უკრაინის, როგორც სახელმწიფოს არსებობის უფლებაზე, თავდასხმა უდანაშაულო უკრაინელებზე ყველანაირი მიზეზების გარეშე”, – საუბრობს ჯო ბაიდენი.
ამავე თემაზე:
ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკის “წლის ადამიანი” უწოდა
მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ში გაემგზავრა
დიმიტრი პესკოვი: ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტი უკრაინას კარგს არაფერს მოუტანს