LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ში გაემგზავრა

151
dfh

მედიის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე გაემგზავრა. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც გამოცემა წერს, ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და მისი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს და კონგრესის ორივე პალატას მიმართავს.

ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ეს ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი საგარეო ვიზიტი იქნება.

CNN-ის ინფორმაციით, ზელენსკის ვიზიტისას პრეზიდენტი ბაიდენი გამოაცხადებს უკრაინისთვის კიდევ 1.8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების, მათ შორის სარაკეტო სისტემების Patriot-ის გადაცემის გადაწყვეტილებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g