დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას თანამდებობის დატოვების შესახებ და აცხადებს, რომ მუშაობს ჩვეულ რეჟიმში.
ამირან გამყრელიძის გადადგომა განიხილება: სერგო ჩიხლაძე
შეგახსნენებთ, პარტია “სტრატეგია აღმაშენებელის” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ თქვა, რომ დირექტორის პოსტიდან ამირან გამყრელიძის გადაყენება უკვე ერთი კვირაა განიხილება.
“ფორტუნას” ამ საკითხზე ესაუბრა სერგო ჩიხლაძე.
მისი სიტყვებით „მიზეზს ვერ გეტყვით, უბრალოდ ბოლო ერთი კვირაა ეს ინფორმაცია კულუარულად არსებობს. შესაძლებელია, დღევანდელი შეხვედრა და კანცელარიაში დაბარება სწორედ ამ საკითხს ეხებოდეს”.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცეტრში კი “ფორტუნას” განუცხადეს, რომ სერგო ჩიხლაძის გაკეთებულ განცხადებაზე კომენტარს ვერ გააკეთებენ და ვერაფერს დაადასტურებენ.
დღეს, დილის 10 საათიდან მთავრობის ადმინისტრაციაში ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე, ეკატერინე ტიკარაძე და თამარ გაბუნია იმყოფებოდნენ. შეხვედრის დეტალები და სასაუბრო თემა უცნობია.