LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ციხიდან გამოსული, დაკარგული დის ძიებაში  – სანდრა ბალოკი ახალი ფილმის თრეილერში

1041
sandrabalock

„ნეტფლიქსმა“ სანდრა ბალოკის მონაწილეობით ახალი სერიალის „უპატიებლის“ პირველი ვრცელი თრეილერი გაავრცელა. ეს გახლავთ ცნობილი ბრიტანული მინი-სერიალის მიხედვით გადაღებული მძაფრსიუჟეტიანი ფილმი. სურათში სანდრა ბალოკი ციხიდან გამოსული ქალის როლს ასრულებს, რომელიც დაკარგული დის ძიებას იწყებს. მალევე ირკვევა, რომ თავად ბალოკის გმირიც უდანაშაულო იყო. სერიალში ბალოკის გარდა მთავარ როლებს ვინსენტ დ’ონოფრიო, ჯონ ბერნტალი და ვაიოლა დევისი ასრულებენ.

თრეილერში ჩანს რობ მორგანიც, რომელიც სხვათა შორის ფილმში ასევე მონაწილეობს, ოფიცრის როლს ასრულებს. ეს უკანასკნელი ცდილობს შეაჩეროს ბალოკის გმირი, რათა ის ციხეში უკან დაბრუნებისგან დაიცვას.

„უპატიებელი“ –  პირველი კადრი ახალი ფილმიდან, სადაც მთავარ როლს სანდრა ბალოკი ასრულებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები