LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცხედრების ამოცნობაზე წაგვიყვანეს, იქ ვერაფრით შევიდოდი.. ჩემი მშობლები ცოცხლებში აღარ წერიან, დედას მდგომარეობა კატასტროფულად რთულია, ყოველ 2 წუთში გონებას კარგავს“ – მარიტა გუტაშვილი 9 ნათესავს ეძებს

1677
Untitled design (5)

რაჭაში მცხოვრები მარიტა გუტაშვილი შოვის სტიქიის დროს დაკარგულ ოჯახის 9 წევრს ამ დრომდე ეძებს.

„ვინმემ დამიბრუნეთ ჩემები…“ – სტიქიის ზონაში გადარჩენილი მარიტა გუტაშვილი ნათესავებს ეძებს

მარიტა გუტაშვილმა „Ambebi.ge“-სთან საუბარში თქვა, რომ პროზექტურაში ცხედრების ამოცნობაზე წაიყვანეს, თუმცა მათი ნახვა ვერ შეძლო, რადგან უთხრეს, რომ სტიქიის დროს გარდაცვლილი ადამიანების სხეულები ძალიან დაზიანებულია:

„გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სამი დაკარგული ადამიანი გამოვიდა კონტაქტზე, მაგრამ ტყუილია, თუ მართალი, არ ვიცი, მე არავინ დამკავშირებია. პროზექტურიდან მოვდივართ, ცხედრების ამოცნობაზე წაგვიყვანეს. მე ისინი არ მინახავს, იქ ვერაფრით შევიდოდი, ძალიან დაზიანებულიაო, მითხრეს. ფოტოებსაც ვერ დავხედე, შეუძლებელია ასე გარკვევა. დნმ-ს ანალიზი აგვიღეს და იქნებ ასე შეძლონ მათი ვინაობის დადგენა.

ჩვენი ძაღლი – ბონი გამოჩნდა, სტიქიის დროს არ ვიცი, სად იყო, ხანდახან გადიოდა და სეირნობდა. ვიფიქრეთ, იქნებ საიდანაც გამოვიდა, ჩვენებიც იქ იყვნენ და ახლა იმ მიდამოებში ეძებენ ბიჭები. ბონის გარდა, 3 ძაღლი გვყავდა და არც ერთი არ ჩანს. ადგილზე საკმაოდ რთული რელიეფია, ტალახი სქელდება, როგორია იქ ძებნა? ჯერჯერობით, იმედის მომცემი არაფერია, არსაიდან არანაირი ნიშანი არ ჩანს, ველოდები სამაშველო სამუშაოების დამთავრებას, ბიჭები თავს არ ზოგავენ..

ჩემი მშობლები ცოცხლებში აღარ წერიან, დედას მდგომარეობა კატასტროფულად რთულია, ყოველ 2 წუთში გონებას კარგავს და ვერავის ცნობს. მამაც ძალიან ცუდადაა, მანქანით დგას შემაღლებულ ადგილას და გამუდმებით ჭოგრიტით ათვალიერებს არემარეს, იქნებ ვინმე გამოჩნდეს, ან ამოიყვანონ“, – უთხრა მარიტა გუტაშვილმა მედიას.

მარიტა გუტაშვილი: „ნუ მაიმედებთ, უბრალოდ საქმეს მიხედეთ, რომ დახოცილი ადამიანები მაინც ამოიყვანოთ“ 

ფოტო, ვიდეო: „ოჯახის 9 წევრს ეძებს მესამე დღეა.. ძაღლი, რომელიც ასე ეხუტება და ვერ მოვაშორეთ, მარიტასია“ – ნატალია ბერულავა მარიტა გუტაშვილის ფოტოს გვიზიარებს

ცნობისათვის, ამ დროისთვის შოვში, სტიქიის ზონაში, აღმოჩენილია გარდაცვლილი 18 ადამიანის ცხედარი.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის განცხადებით, გარდაცვლილებიდან იდენტიფიცირებულია 12 პირი.

ამ დრომდე ეძებენ 20-მდე ადამიანს. უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 210 მოქალაქე.

სტიქიის ზონაში მიმდინარე სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას წაიკითხავთ აქ – მეწყერი შოვში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g