LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცოტნე ზედგინიძის ემოციური კომენტარი მას შემდეგ, რაც მის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა: „თქვენ გადაგვარჩინეთ ისევ, მე და ნინიკო, ბებია…“

4386
ცოტნე ზედგინიძე

„ახალგაზრდა ადვოკატები“, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ასაჯაროებს გერმანიაში კონცერტზე მყოფი ცნობილი ქართველი ახალგაზრდა კომპოზიტორისა და პიანისტის ცოტნე ზედგინიძისა და არასრულწლოვნების ბებიის, მუსიკალური პედაგოგის ნინო მამრაძის პირველ ემოციას, როდესაც ცნობილი გახდა სასამართლოს გადაწყვეტილება – არ დაკმაყოფილებულიყო ბავშვების კანონიერი წარმომადგენლის – მამის განცხადება ბებიის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის, შვილების 9 თვის განმავლობაში ბებიის საცხოვრებელი სახლიდან განცალკევების, მოქმედი პროკურორ ზაზა კვირკველიას ოჯახში განთავსებისა და ბავშვების ბებიასთან კომუნიკაციის შეზღუდვის მოთხოვნით. როგორც „ახალგაზრდა ადვოკატების“ „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „6-თვიანი დავა ბავშვების საუკეთესო ინტერესების დაცვით დასრულდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ირინა გოგოლაძემ მიიღო“.

„ბატონო არჩილ, თქვენ მოიგეთ, გადაგვარჩინეთ ისევ, მე და ნინიკო, ბებია. ძალიან დიდი მადლობა, როგორცც ყოველთვის, ტრიუმფია თქვენი“, მიმართავს ცოტნე ზედგინიძე ადვოკატს.

„ბატონო არჩილ, შეუძლებელი გააკეთეთ, ვერ ვლაპარაკობ ჯერ, არ ვიცი…“, ამბობს ცოტნეს ბებია ჩანაწერში, რომელიც „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ გაავრცელეს.

ცოტნე ზედგინიძის განცხადებით, მას საკუთარი მამა უცხოეთში კონკურსებში მონაწილეობაში ხელს უშლის: „მისგან მხოლოდ წვალება გვაქვს ნანახი…“

ნიკოლოზ რაჭველი ცოტნე ზედგინიძის მამას მიმართავს: „ცოტნეს კარიერას მიადგება მოუშუშებელი ჭრილობა…“

ვიდეო: ცოტნე ზედგინიძე ნიკოლოზ რაჭველს აოგნებს: „ისეთი რთული ეპიზოდები აქვს 12 წლის კომპოზიტორს თავის ნაწარმოებში, რომწარმოუდგენლად ვღელავ, რომ სწორად ვიდირიჟორო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები