LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცოტნეც ბოლომდე იბრძოლებს და მეც, სახლში დაბრუნება ძალიან მოუხდება – ანა ჯაბაური

663
ცოტნე

ცოტნე გამსახურდია უკვე სამშობლოშია. ამის შესახებ ინფორმაციას „იმედის კვირა“  ავრცელებს.

ცოტნე გამსახურდია თბილისში გამთენიისას დაბრუნდა. როგორც ექიმები ამბობენ, ახლა მას მკურნალობისა და რეაბილიტაციის ინტენსიური კურსი და ოჯახური გარემო სჭირდება .

„ცოტნეც ბოლომდე იბრძოლებს, მეც ბოლომდე ვიბრძოლებ. ძმები ჰყავს არაჩვეულებრივი, რომლებიც ყოველდღიურად იბრძვიან ცოტნესთვის. არ მოვეშვებით, სანამ უკეთესად არ გახდება“, – აცხადებს ცოტნე გამსახურდიას მეუღლე, ანა ჯაბაური „იმედის კვირასთან“ .

გამსახურდიას მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, მისმა მეუღლემ ექიმებთან ერთად მისი თბილისში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

„ის, რომ ქართულ გარემოში იქნება, ის რომ თავის ნაცნობ გარემოში იქნება, ძალიან დიდი ნახტომი იქნება მისი ჯანმრთელობისთვის. გვეუბნებიან: „აუცილებლად მოუხდება და იგრძნობთ, რომ სახლში დაბრუნება მას ძალიან მოუხდება“, – ამბობს ჯაბაური.

ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს საკუთარ სახლთან დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ის ივლისამდე მკურნალობდა. შემდეგ კი მკურნალობის კურსს გერმანიაში გადიოდა.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილის მკურნალობის ხანგრძლივი პროცესი ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები