ბოლო 24 საათში, კოვიდ-19 კიდევ 242-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 269 626-მდე გაიზარდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, გამოვლინდა კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა.

ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 276 796-ია.

ახალმა კოვიდინფექციამ კიდევ 9 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსით სულ გარდაცვლილია 3 683 პაციენტი.

ამ დრომდე:

კარანტინის რეჟიმში რჩება 235 პირი.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 1 434 ადამიანი.

კლინიკურ სასტუმროში მყოფთა რიცხვი 154-ია.

ბოლო 24 საათში, ჩატარდა კვლევა 23 827 ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 915, PCR ტესტით – 8 912.

სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე Stopcov.ge.

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები