LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაფრიალებენ შავი პარკები, რეანიმაციებში კივიან აპარატები, ყველას სუნთქვა უნდა… სიცოცხლეც რა ცოტა ყოფილა“- თამუნა თანდაშვილი

797
თამუნა თანდაშვილი

საავიაციო ასოციაცია „ავიაკომუნიკატორის“ დამფუძნებელი, თამუნა თანდაშვილი სოციალურ ქსელში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს და ამბობს, რომ 20 დღეა კორონავირუსს, „მეორე შტამს, უფრო ვერაგსა და საშიშს, ვიდრე პირველი იყო,“ ებრძვის.

„ისევ რეანიმაციაში ვარ, დაფრიალებენ შავი პარკები, რეანიმაციებში კივიან აპარატები, ყველას სუნთქვა უნდა, მაგრამ ულიმიტო არ არის ადგილები ((( სიცოცხლეც რა ცოტა ყოფილა – 37 წლის მე, 65 წლის ვულკანი ქალი ინეზა და სასულიერო პირი – მამაო. ერთად ვცდილობთ გადარჩენას.

ვინ რა იცის ვინ ვიზე კეთილი, ლაღი, მკაცრი თუ თავისებური ადამიანები ვართ, რა გაგვიკეთებია ან რა უნდა გავაკეთოთ, სამივეს გვინდა სიცოცოცხლე ძალიან და რას არ მივცემდით ახლა აცრილები რომ ვიყოთ! სამივე ვიბრძვით დაუნდობლად, ექიმების ხელში ვართ, გულიკო ქილიფთარი მთელი თავისი გუნდით სიკვდილის დარაჯია, კლანჭებით უჭირავს ჩვენნაერი მშიშრები.

აცრილები რო ვიყოთ, ესე მძიმედ არ ვიქნებოდით. ინეზა მღერის, შვილიშვილი ელოდება, არ დათმობს არაფერს. ესეთი სევდიანი და ოპტიმისტური მელოდია აჩუმებს აგუგუნებულ აპარატებს (((( არ მოგიწოდებთ, გთხოვთ რომ აიცრათ და აქ არ მოხვდეთ,“ – წერს თამუნა თანდაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები