LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაგეგმილი სწორი სტრატეგიისა და იმ მარკეტინგული კამპანიების შედეგად, ტურისტების რაოდენობა მუდმივად იზრდება“ – მაია ომიაძე

113
მაია ომიაძე (1)

„პირველ კვარტალში ტურიზმის აღდგენის დინამიკა საკმაოდ შთამბეჭდავია“, – ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა 2023 წლის პირველი კვარტლის სტატისტიკურ მონაცემების შეჯამებისას განაცხადა.

მაია ომიაძის განცხადებით, იანვარი-მარტის პერიოდში მნიშვნელოვნად ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა.

„დაგეგმილი სწორი სტრატეგიისა და იმ მარკეტინგული კამპანიების შედეგად, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად ახორციელებს საქართველოსთვის მიზნობრივ ბაზრებზე, შედეგი სახეზეა, ტურისტების რაოდენობა მუდმივად იზრდება“, – განაცხადა მაია ომიაძემ.

2023 წელს საქართველოს 1 208 462 საერთაშორისო მოგზაური ესტუმრა 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 1,208,462 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 74.7%-ით აღდგენაა, ხოლო 2022 წლის იანვარი-მარტის პერიოდთან შედარებით ზრდა +109.6%-ს შეადგენს.

„განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების ნაწილში. 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 845,332 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც 2019 წლის მონაცემის 95.8%-ით აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +83.8%-ს შეადგენს.

საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.