LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაინფიცირდა 311, გარდაიცვალა კიდევ 12, მძიმე პაციენტია 692 პირი – 14 ივნისის კოვიდსტატისტიკა

34
korona 33

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კორონავირუსით ინფიცირების 311 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 936 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.98 %.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 10 442 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 216 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 226 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 311 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 354 276-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.98 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.61%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.30%.ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 936 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 340 328-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 060 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 311 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 192 შემთხვევა,
  • აჭარა – 34,
  • იმერეთი – 13,
  • ქვემო ქართლი – 26,
  • შიდა ქართლი – 6,
  • გურია – 0,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 23,
  • კახეთი – 12,
  • მცხეთა-მთიანეთი – 2,
  • სამცხე-ჯავახეთი – 3,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 862 საიდანაც:

3 175 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,

თბილისის საავადმყოფოებში – 1 798, აჭარაში – 278, იმერეთში – 398.

  • ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 692 პირი, მათ შორის,
  • თბილისში – 311,
  • აჭარაში – 73,
  • იმერეთში -143.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 194 პირი, მათგან თბილისში – 125, აჭარაში – 10, იმერეთში – 13. 596 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 331 – თბილისში, 232- აჭარაში.

5 091 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 34 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 34, ხოლო აჭარაში – 0.სულ 6 ოქტომბრიდან – 13 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 853 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 890 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 5 104, პირი, აჭარაში – 1 490, იმერეთში – 1 022.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები