LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც ცოლ-შვილი სცემა და ნაჯახით მოკვლით ემუქრებოდა

173
hot

ოჯახში ჩადენილი ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის თანამშრომლებმა მამაკაცი დააკავეს. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღისა და ნაჯახის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

სამართალდამცავი ორგანოს ცნობით, ​საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვან შვილს და მეუღლეს  ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

​პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან ცეცხლსასროლი იარაღი და ნაჯახი ნივთმტკიცებად ამოიღო. ​

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესამაბისი მუხლით უკვე დაწყებული, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილ ძალადობასა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეზობელთან გადასულა, ქმარი მომდევს საცემადო, მაგრამ მეზობელმა არ შეიფარა – გარდაცვლილი ქალის ახლობლები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები