LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დალი ჩიტალაძის სრულიად შავი ანსამბლი თეთრი შარფით გიორგი გასვიანის ქორწილში

8271
gasvianiwedding2021

ტელეწამყვან გიორგი გასვიანისა და მარიტა მელიქიშვილის ქორწილში წყვილის ახლობელი ადამიანები შეიკრიბნენ. მათ შორის, რასაკვირველია ცნობილი სახეებიც იყვნენ.

ჯვრისწერაზე განსაკუთრებულად გამოიყურებოდა მოდის ექსპერტი, დალი ჩიტალაძე. მან უპირატესობა მთლიანად შავ ანსამბლს მიანიჭა, შავ კაბაზე ამავე ფერის პალტო ჰქონდა მორგებული და მთლიან ჩაცმულობას შავი შლაპაც შეუხამა. ერთადერთი განსხვავებული ფერი თეთრი გახლდათ, სწორედ ამ ფერის შარფი ამოარჩია თავისი ჩაცმულობის დასასრულებლად მოდის ექსპერტმა.

ფოტო/ვიდეო: გიორგი გასვიანმა და მარიტა მელიქიშვილმა ჯვარი დაიწერეს

კაბა, რომელიც დალი ჩიტალაძემ შავ ჩექმაზე ჩაიცვა, დათუნა სულიკაშვილის ნახელავია. სხვათა შორის, პატარძლის კაბაც ამავე დიზაინერს ეკუთვნის.

დალი ჩიტალაძემ ქორწილში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა: „ჩემი მეგობრის ქორწილი. გილოცავთ, გამრავლდით და ტკბილად შეაბერდით ერთმანეთს“.

ვიდეო: ვინ დაიჭირა პატარძლის თაიგული გიორგი გასვიანის ქორწილში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები