LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დახმარებები უფრო არის წერტილოვანი, ვიდრე შეზღუდვები, რა საჭიროა მდიდარი ოჯახის დახმარება: გიორგი კეპულაძე

191
BeFunky-collage (5)

„ჩვენ ყველა კარგად ვხდებით, რომ ეს არის ზღვაში წვეთი. ადამიანს, რომელიც კარგავს 800-1000 ლარიან სამსახურს და აძლევ 200 ლარიან დამხარებას, სამწუხაროდ, ეს არის რაღაცა შიმშილს გადავრჩეთ, მარტივად რომ ვთქვათ, “- ასე აფასებს  “საზოგადოება და ბანკების” დამფუძნებელი გიორგი კეპაულაძე დახმარებათა იმ პაკეტს, რომელიც მთავრობამ რეგულაციების საპირწონედ აამუშავა.

“ეს რომ საკმარისი არ არის პირველმა ტალღის დახმარებამაც აჩვენა. ხალხს აღარც ახსოვს, რა დახმარება აიღეს. რესურსი უნდა გადანაწილდეს ადეკვატურად. პირობითად, სექტემბერში მდიდარი თუ ღარიბი ოჯახის მშობლებს, ყველას რომ დაურიგეს 200-200 ლარი, ხომ შეიძლება ყოფილიყო გარკვეული დიფერენცია. რა საჭიროა დამხარება მდიდარი ოჯახის”- განაცხადა კეპულაძემ.

პანდემიის გამო სამსახური ვინც დაკარგა, 1200-ლარიან დახმარებას მიიღებს

 “საზოგადოება და ბანკების” დამფუძნებელმა “ფორტუნას” გადაცემა “დღის თემაში ასევე აღნიშნა, რომ გასათვალისწინებელია სახელმწიფო ვალი, რომელიც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, განსაკუთრებულად წელს.

“30 მილიარდ ლარს გადასცდა ჩვენი მთლიანი სახელმწიფო ვალი, რაც ნიშნავს, რომ მეტი სესხების რესურსიც არ გვექნება რამდენიმე წელი, თუ ქვეყნის ეკონომიკაში სასიკეთო ძვრები არ გვექნება.

ჩვენ ნასესხები ფულით ვეხმარებით ამ ადამიანებს, მაგრამ ჯობია ეს დამხარება იყოს უფრო სტრუქტურული ანუ ჩავდოთ ფული იმაში, რომ ეკონომიკის ამუშავება ვუზრუნველყოთ გრძელვადიანი, რაც გამოიწვევს სამუშაო ადგილების ზრდას“ – აღნიშნა გიორგი კეპულაძემ და დასძინა, რომ ამ ყველაფერს სჭირდება როგორ ეკონომიკური ასევე, პოლიტიკური ხედვა და დამოუკიდებელი სასამართლო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები