LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარწმუნებული ვარ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ქვეყნებში ანალოგიური მოვლენები რომ განვითარებულიყო, ზუსტად ისე მოიქცეოდა სახელმწიიფო, როგორც ჩვენ: გურამ მაჭარაშვილი

57
guram-macharashvili-w-h

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ვინც განცხადებებს აკეთებენ, ანალოგიური მოვლენები მათ ქვეყანაში რომ მომხდარიყო, ზუსტად ისე მოიქცეოდა სახელმწიფო როგორც მოიქცა ჩვენ შემთხვევაში“,-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა.

მისი თქმით, უმრავლესობა მზად არის მიმდინარე პროცესები მოლაპარაკებების რეჟიმში გაგრძელდეს.

„მოლაპარაკებების რეჟიმიდან ჩვენ არ გავსულვართ, მოლაპარაკებების რეჟიმიდან გავიდა ოპოზიცია. მოლაპარაკებებისთვის დღესაც მზად ვართ, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ ორ მხარეს შორის დათმობები მოხდება.

მთელი ეს პროცესი ნიკა მელიას ჩათვლით იყო მიმართული მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო ინტიტუტების დისკრედიტაციისკენ, ამიტომ ჩვენ, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებას ძალიან მალე დავუმტკიცებთ, რომ საქართველოში არის სახელმწიფო, არის ხელისუფლება და მათ შესწევთ იმის უნარი, რომ დემოკრატიული ინტიტუტები შევინარჩუნოთ.

ნიკა მელიას და მისი მხარდამჭერები ქმედებები სახელმწიფო ინტიტუციებს არ ეწინააღმდეგება?

დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტნიორები ვინც აკეთებენ განცხადებებს, მათივე ქვეყანაში ანალოგიური რომ მომხდარიყო ზუსტად ისე მოიქცეოდა სახელმწიფო, როგორც მოიქცა ჩვენ შემთხვევაში“,-განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები