დათო ტურაშვილი „ფორმულას“ გადაცემაში „მე-17 სართული“ რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკას აფასებს და ამბობს:
„მეც ძალიან მინდა, რომ არ გავაღიზიანო, როცა ვიცი, ასეთი საშინელი მტერი მყავს, მაგრამ შეგვითანხმონ, რას ნიშნავს არგაღიზიანება. იქნებ, სია მოვთხოვოთ, რა გაღიზიანებთ და რა არ გაღიზიანებთო. მე რომ იუკურიძეების ღვინოს ვსვამ, იქნებ, ღიზიანდებიან? ყველაზე მეტად იცით, რა აღიზიანებდათ რუსებს, 1801 წელს რომ შემოვიდნენ? ქართულად რომ ვლაპარაკობდით. აღარ ვილაპარაკოთ, რომ არ გაღიზიანდეს პუტინი? ძაღლების ენას ეძახდნენ. გამომიგზავნონ სია კრემლიდან, რა არ აღიზიანებთ. ხომ არ შევთანხმდეთ? რას აკეთებს ჩვენი მთავრობა, მისწერონ წერილი. აკრძალონ მაშინ ჩვენი ენა და საერთოდ აღარ ინერვიულებენ. გაწყობთ ეგა?“
ერთმორწმუნე რუსეთის მითი იმსხვრევა – ტურაშვილი რუსული ოკუპაციის ისტორიაზე