LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაუჭამიათ ერთმანეთი ნაციონალებს – ირაკლი კობახიძე (ვიდეო)

113
irakli-kobaxidze-3-1

“დაუჭამიათ ერთმანეთი „ნაციონალებს“, ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი” – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ყოფილი თანაგუნდელების „ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიასა და ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებების შეფასებისას განაცხადა. 

სააკაშვილი: გამარჯვება ქოცებზე და ევროქოცებზე! მალე საქართველოში!

,,მებრძვის მე ფორმულით "ყველას მინუს მიშა", ის არის ივანიშვილის ხელის ბიჭი"

კობახიძე იმასაც აღნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ორივე პარტია გაერთიანდება, რადგან “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ევროპულ საქართველოს” ერთი მენტალიტეტი აქვს.

ბოკერია: არ ვარ ეკლესიური, მაგრამ ვარ ქრისტიანული კულტურის ნაწილი

„ამაზე მაქვს მარტივი პასუხი: დაუჭამიათ ერთმანეთი „ნაციონალებს“, ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი. ჩვენი დღის წესრიგი არის, რომ უნდა ვიყოთ ორიენტირებული არჩევნებზე და შედეგზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ უნდა დადოს არჩევნების საფუძველზე. ჩვენი ამოცანაა არჩევნებში გამარჯვება, შესაბამისად, ჩვენს პოლიტიკურ დღის წესრიგს ვერ ავაგებთ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი თუ მეორე ფრთის განცხადებებზე. რეალურად ეს არის ერთი პოლიტიკური ძალა თავისი შინაარსით. რეალურად მათ აქვთ ტაქტიკური განსხვავებული ინტერესები და სუბიექტური განსხვავებული ინტერესები, თუმცა საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ისინი ერთად დადგებიან აუცილებლად, იმიტომ, რომ მათ აქვთ ერთი მენტალიტეტი და მათი შინაარსი არის ერთი და იგივე, როგორი დაპირისპირებაც არ უნდა ჰქონდეთ და არ ვამბობ, რომ ხელოვნურია ის დაპირისპირება, რომელიც მათ დღეს აქვთ – ეს არის რეალური დაპირისპირება. თუმცა საქმე საქმეზე რომ მიდგეს, თუ მათი ინტერესები გადაიკვეთება, ისინი მაინც ერთად დადგებიან. ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავდგებით ვერც ერთ და ვერც მეორე ფრთასთან „ნაციონალური მოძრაობის“. ისინი კი ერთმანეთთან დადგებიან, თუ ინტერსები გადაიკვეთება, სუბიექტური ინტერესები. ამ ეტაპზე კარნახობთ რომ ერთმანეთს უნდა დაუპირისპირდნენ, თუმცა ასეც შეიძლება დროებითი იყოს, თუ მათი ინტერესები სხვანაირად დალაგდება, მაგალითად, არჩევნების შემდეგ, თუმცა ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. ჩვენი მიზანი არის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება, რომ სტაბილურად განვაგრძოთ ამ ქვეყნის განვითარება“- განაცხადა კობახიძე.

,,იქნებ წახვიდეთ უფლისაკენ და გამონახოთ საერთო ენა მმართველ პარტიასთან”- ერმალო მაღრაძის მიმართვა სააკაშვილს და ბოკერიას

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g