LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დავიწყე ტირილი, ვერ გავჩერდი… ცოტა ხანში მეც ეიფორიული ბებიებივით დავიწყებ საუბარს“ – ნატო გელაშვილი ბებიობის განცდებსა და ემოციებზე

3489
ნატო გელაშვილი

„ჩემს ცხოვრებაში ახალი ერა იწყება, ბედნიერება გქვია შენ ჩემო პატარა ანგელოზო“, – ასეთი ემოციური სტატუსი დაწერა სოციალურ ქსელში კომპოზიტორმა ნატო გელაშვილმა, რომელიც გუშინ ბებია გახდა. 

როგორი იყო პატარას დაბადების შემდეგ პირველი ემოციები და დაუწერს თუ არა სიმღერას შვილიშვილს კომპოზიტორი, ნატო გელაშვილი საკუთარ შთაბეჭდილებებზე „ფორტუნას“ გადაცემაში „არტ-FM“-ში საუბრობს.

„2023 წელი ჩემთვის ბედნიერად დაიწყო და ასეთი რიხი შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, რომელიც ჯერ არ ვიცი, რა არის, ცოტა გაურკვევლად ვარ, მაგრამ, ალბათ, ცოტა ხანში მეც ეიფორიული ბებიებივით დავიწყებ საუბარს.

როგორი ბებია იქნები, წინასწარ უკვე ყველას შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, იმიტომ, რომ განსაკუთრებული დედა ხარ და ბებიაც განსაკუთრებული იქნები. მიიღე თუ არა ბავშვის სახელის შერჩევაში მონაწილეობა?

არა, არ მიმიღია, ეს აბსოლუტურად მისი დედ-მამის გადაწყვეტილება იყო, ასეთ რამეში, მიმაჩნია, რომ მე არაფერ შუაში ვარ, ეს მათი შვილია, მათი ნაწილია, სახელიც მათ უნდა დაარქვან და ასე მათ გადაწყვიტეს.

კიდევ რას მოგვიყვებით პატარასთან დაკავშირებით, ყოველწამიერად და ყოველწუთიერად გეცოდინებათ ინფორმაცია,

ეს მოლოდინი ცოტა გაგვიხანგრძლივდა, სადღაც ათი საათი ვიყავით ამ რეჟიმში და პატარა ლუკა ბიჭი საღამოს ათის ნახევარზე მოევლინა ქვეყანას. საოცარია ის წუთი, იმის აღქმა და აღწერაც ალბათ შეუძლებელია. ვერც ხვდები… შენს ცხოვრებაში ჯერ გააზრებულიც არ გაქვს. ყველაზე მეტად რაც გვიხაროდა, ალბათ ის იყო, რომ ანიტა იყო ჯანმრთელი და კარგად და ლუკა იყო ჯანმრთელი.

როგორი იყო პირველი ემოცია, როდესაც გითხრეს, რომ დაიბადა? 

რა თქმა უნდა, მე დავიწყე უაზროდ ტირილი, ვერ გავჩერდი, არ ვიცი, რა არის ეს, ალბათ სიხარულის ცრემლი, რომელიც გიხარია შენი შვილების მაგივრად, პირველ რიგში, შენი შვილის სიხარული გიხარია და მერე უკვე შენი და შენი ოჯახის, მაგრამ, ალბათ, ეს მაინც ჯერ მათი სიხარულია.

პირველი, რაც ამ სიხარულის გაზიარების შემდეგ მომაფიქრდა – ბებია ხომ არ მიუძღვნის სიმღერას შვილიშვილს?

არ ვიცი, ჯერ მე და ლუკამ ერთმანეთი უნდა გავიცნოთ, ურთიერთობაში, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ მე უნდა გავიცნო მისი პიროვნება და მერე ხომ უნდა დავახასიათო სიმღერაში.

შენ ხომ იცი როგორც ხდება ჩემს სიმღერაში, ამიტომ რაღაც შტრიხი უნდა დავიჭერო, რომელზეც მე აუცილებლად დავწერ“, – აღნიშნა ნატო გელაშვილმა „ფორტუნას“ გადაცემა „არტ-FM“-ში.

როგორ ელოდება ნატო გელაშვილი პირველი შვილიშვილის დაბადებას და რა უყიდა აშშ-ში მოგზაურობისას – გიორგი ჭოხონელიძე და ანეტა ნიკურაძე პირველი შვილის მოლოდინში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები