LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს „დეპოლარიზაციის კლასიკა“ ვიხილეთ – მდინარაძე

82
12

დღეს „დეპოლარიზაციის კლასიკა“ ვიხილეთ. სინამდვილეში ეს მძიმე შეურაცხყოფის ფონზე, პოლარიზაციის ხარისხის გაზრდის მცდელობა იყო , – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული ყველა წარმატება „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის და „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ ამას ხელი შეუშალოს და „თან აქაური პოზიტივი თავისზე მიიწერონ“.

„ რაღაცა უკადრებელს გკადრებენ და შემდეგ პასუხს გასცემ, ეს არის თურმე კადრება, ვითომ შენ დაიწყე ამაზე საუბარი. გურულის ანეკდოტის არ იყოს: „მე დევიწყე ბიძიაო“, თუ აი, დაახლოებით აქა ვართ რა“,- განახადა მდინარაძემ.

მან ისაუბრა 2008 წლის წლის აგვისტოს ომზე და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს მიმართა:

„ მინდა იმ რეზოლუციაზე შეფასება კიდევ ერთხელ გთხოვოთ, რომელსაც ხშირად ვუსვამ ხოლმე ხაზს, სადაც სიტყვა სიტყვით წერია:

„2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ კერძოდ, ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე არტილერიის და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სამოქალაქო მოსახლეობას სერიოზული საფრთხე შეუქმნა, საქართველოს მხრიდან სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას წარმოადგენდა“ და მე-6 პუნქტში: „რუსეთის საპასუხო შეტევამ…“ ასეთი ფრაზაა და ამას ბატონი აკო მინაშვილი ხელს აწერს, მხარს უჭერს, დღეს რომ ძალიან გაგვიბრაზდა, ემოციებით რომ იყო. ამიტომ ვეკითხები: ეს ასე იყო თუ ღალატია? მესამე ვერ იქნება.

ასე რომ ყოფილიყო, ეს არ უნდა ეთქვათ, მაგრამ ასე რომ არ იყო და ამას მხარი დაუჭირეს, რა ჰქვია ამას?“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

იხილეთ, პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადებები ვრცლად: 

„დაგატოვებინებთ დარბაზს“ – პრემიერის მოსმენა ხმაურის ფონზე დაიწყო

“წამალი დალიე, დამშვიდდები, საცოდავი ხარ, მანიაკების მხარდამჭერი… შენ ჩაგაბარებ ანგარიშს კიდევ..” – ღარიბაშვილის რეპლიკები ოპოზიციას

ღარიბაშვილი: იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეს, ქალბატონი სალომე სამადაშვილი პირადად დადიოდა ბრიუსელში და სთხოვდა, რომ არ მივცეთ კანდიდატის სტატუსი

„ბატონი ბიძინა არის ყველაზე დიდი ქველმოქმედი, რომელიც ქართველს ახსოვს, განმარტება მაინც იცოდეთ…“ – პრემიერმა დეპუტატებს ოლიგარქის მნიშვნელობა “განუმარტა”

“ყველა სამკურნალოა, სასწაულია… წამალი დალიე, დამშვიდდები, საცოდავი ხარ, მანიაკების მხარდამჭერი… შენ ჩაგაბარებ ანგარიშს კიდევ..” – ღარიბაშვილის რეპლიკები ოპოზიციას

„ცოლს ტყე არ უნდა აჩუქოო, ამას ხომ არ ჩაგიწერდნენ“ – ხაბეიშვილი პრემიერს

მადლობა თმენისთვის, მოხსენებისთვის, სამშობლოს სიყვარულისთვის – ვინ და რატომ გადაუხადა მადლობა პრემიერს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები