ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ოთხი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ, ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
მარინა ენდელაძის ინფორმაციით, გარდაცვლილი 4 პაციენტიდან 2 აჭარაში მკურნალობდა. ერთი 87 წლის ქალბატონია, ხოლო მეორე 65 წლის მამაკაცი.
კორონავირუსის გამო, საქართველოში, არსებული გარკვეული რაოდენობის სკოლები და ბაღები მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობენ.
ამჟამად, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 113-ია.
შეგახსენებთ, რომ დღეს კორონავირუსით ინფიცირების 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის კი საქართველოში კორონავირუსის სულ 14 440 შემთხვევაა დადასტურებული.