LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს, პოლიცია არის პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება – არ დავუშვებთ ჩვენი ღირსეული პოლიციელების დისკრედიტაციას: ირაკლი ღარიბაშვილი

67
ირაკლი ღარიბაშვილი

„დღეს, პოლიცია არის პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება. დღეს, ჩვენ გვყავს ძლიერი, გამართული, პროფესიონალი პოლიცია. ამისთვის, მე  მადლობას კიდევ ერთხელ გიხდით,“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, გარკვეული ანტისახელმწიფოებრივი ძალები მუდმივად ცდილობენ პოლიციის და პოლიციელების საქმიანობის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას, რაც მისი სიტყვებით, ყოვლად დაუშვებელია და სახელმწიფო ყოველი ასეთი მცდელობის მიმართ უკომპრომისო იქნება.

„სამწუხაროდ, ბევრი თქვენგანი შეეწირა ამ გმირულ საქმიანობას. მე ქედს ვიხრი იმ გმირი პოლიციელების ხსოვნის წინაშე, ვინც ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე ჩვენს ქვეყანას და სამსახურებრივი მოვალეობის დროს შესწირა, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხისთვის თავი ღირსეულად გაწირა.

მე მინდა მადლობა ვუთხრა მათ ოჯახებს, მშობლებს, მეუღლეებს, შვილებს და მინდა ვუთხრა მათ, რომ სახელმწიფო თქვენს გვერდით დგას. ვიცი რა, თქვენი საქმიანობის სიმძიმე, მინდა გითხრათ, რომ არაფერია იმაზე ძვირფასი, იმაზე მეტად საპატიო, ვიდრე საკუთარი სამშობლოს და საკუთარი ხალხის მსახურება,“ – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, სახელმწიფო ღირსეული პოლიციელების დისკრედიტაციას არ დაუშვებს. მან პოლიციებს მიმართა და თქვა, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათი სოციალური პირობების გაუმჯობესდეს და სოციალური გარანტიები უზრუნველყოფილი იყოს.

„დღეს, პოლიცია არის პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება. დღეს, ჩვენ გვყავს ძლიერი, გამართული, პროფესიონალი პოლიცია. ამისთვის, მე  მადლობას კიდევ ერთხელ გიხდით. ჩვენ ვამაყობთ თქვენით. თქვენ გყავთ ღირსეული შინაგან საქმეთა მინისტრი. მინდა მადლობა ვუთხრა ბატონ ვახტანგ გომელაურს. თითოეულ პოლიციელს კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და გისურვებთ წარმატებას. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები