LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიანა ანფიმიადი: „გოგო შვილების დღე ყოფილა დღეს, იმ გოგო შვილების, მთელი ცხოვრება რომ იციან, რომ მეორეხარისხოვნები არიან, პანტაპუნტით რომ კლავენ ქმრები თუ ყოფილი ქმრები და მათივე დედები არაფერს ამბობენ…“

119
დიანა ანფიმიადი

პოეტი დიანა ანფიმიადი გოგო შვილების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სტატუსს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს, თუ როგორი მეორეხარისხოვანია საქართველოში ქალის სიცოცხლე:

„გოგო შვილების დღე ყოფილა დღეს, იმ გოგო შვილების, მთელი ცხოვრება რომ იციან, რომ მეორეხარისხოვნები არიან, პანტაპუნტით რომ კლავენ ქმრები თუ ყოფილი ქმრები და მათივე დედები არაფერს ამბობენ, რომ თავიანთი ბიჭი შვილები „მკვლელობისგან“ დაიცვან. რომ ათხოვებენ და მოითმინე, არაფერი თქვა, არ შემარცხვინოს დასძახიან.  იმ გოგო შვილების, მთელი ცხოვრება რომ იციან, “სხვის სახლში” ცხოვრობენ, მათი არაა მშობლების სახლი და არაფერი მათი არაა, ბავშვობიდან „მზითვად” ნაგროვები აბრეშუმის თეთრეულის გარდა და ვერც მოძალადისგან მიდიან, იმიტომ, რომ მშობლებიც არ მიიღებენ.  და კიდევ რამდენი ამბის გახსენება შეიძლება, იმდენ ასეთ „გოგო შვილს” ვიცნობ.

გილოცავთ, „გოგოშვილებო”, მაინც ყოჩაღებო და მთების გადამდგმელებო“.

ბაია პატარაია: ომი უნდა გამოვუცხადოთ მენტალიტეტს, რომელიც კაცს აფიქრებინებს, რომ ქალი მისი ნივთია.. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად, ქუჩაში გამოსვლებიც და მედია კამპანიებიც

ნოდარ ლადარია: „დააკვირდით, როგორ აშუქებენ მოკლული ქალების ამბებს… მეზობლები, მეგობრები და ნათესავები ერთხმად და დაჟინებით იმეორებენ ერთსა და იმავეს: ისეთი პატიოსანი იყო, ისეთი კარგი დედა!“

ვიდეო: „ბიჭი, რომ მეზრდება, 10 წლის კი არა, 5 წლის რომ არის, მაშინ უნდა ვასწავლო ქალის მიმღებლობა ისე, რომ თვითონ მოუნდეს სადღეგრძელო თქვას“ – გვანცა დარასელიამ ემოციები ვერ შეიკავა

„ამდენი წელია ვსაუბრობთ, ამდენი კანონი მივიღეთ, თუმცა ფემიციდს ვერ ვაკავებთ – ეს არის მზარდი დანაშაული, რომელიც ჯაჭვურ რეაქციას იწვევს“ – ქალთა უფლებადამცველები სახელმწიფოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას სთხოვენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g