LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიდი სცენის“ მე-5 ლაივკონცერტის ლიდერი გიორგი ფუტკარაძეა

8142
futkaradzedidiscena

„დიდი სცენა“ „რუსთავი 2“-ზე გრძელდება. კვირას, 2 აგვისტოს, შემსრულებლები ჟიურის წინაშე ქართული და უცხოური სიმღერებით წარდგნენ, თუმცა სანამ უშუალოდ კონკურსი დაიწყებოდა, მანამდე ერთმანეთს შეეჯიბრნენ ცოტნე ბარბაქაძე და გიორგი გასვიანი, მათ ერთობლივად დავით ევგენიძის სიმღერა შეასრულეს. მაყურებელთა 70%-ზე მეტმა გადაწყვიტა, რომ შოუში ცოტნე ბარბაქაძე უნდ დარჩენილიყო და სამწუხაროდ, გიორგი გასვიანი დიდ სცენას დაემშვიდობა.

გუშინდელ კონკურსზე მონაწილეებს მუსიკალურ პარტნიორობას უწევდა გიორგი ცაგარელი და Strings. ამ ტურზე ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა და ცნობილმა ალტისმა თავად გადაწყვიტა, ვის რა სიმღერები უნდა შეესრულებინა კონკურსანტებიდან და შედეგითაც ძალიან კმაყოფილი ჩანდა.

„დიდი სცენის“ მორიგ ლაივკონცერტზე მაყურებლისა და ჟიურის ქულათა დაჯამების შემდეგ ლიდერი გახდა გიორგი ფუტკარაძე.

მაყურებლის და ჟიურის ქულათა ჯამით, ყველაზე ნაკლები ხმა მიიღეს: აკაკი პაპუნიდმა, მემე ჟორდანიამ და თინა დათიკაშვილმა. ჟიურიმ ამჯერად მემე გადაარჩინა, შესაბამისად, მეექვსე ლაივკონცერტზე აუთსაიდერები იქნებიან და ერთმანეთს შეეჯიბრებიან აკაკი პაპუნიდი და თინა დათიკაშვილი.

აუთსაიდერებისთვის ხმის მიცემა შეგიძლიათ მეექვსე ლაივის დაწყებისთანავე. დუეტის შესრულების დროს, ხმის მიცემა შეგიძლიათ მხოლოდ აუთსაიდერებისთვის.

მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი აუთსაიდერი დატოვებს პროექტს თქვენ უკვე შეგეძლებათ დაურეკოთ და ხმა მისცეთ ყველა კონკურსანტს, მათ შორის პროექტში დარჩენილ აუთსაიდერსაც ლაივის დასრულებამდე.

კონცერტზე კვლავ არაჩვეულებრივად გამოიყურებოდნენ „დიდი სცენის“ მთავარი წამყვანები, თიკა ფაცაცია და აჩიკო სოლოღაშვილი. მათ ჩაცმულობაზე კვლავინდებურად ატელიე „მაკრატელმა“ იზრუნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები