LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დნმ“ ანალიზმა დაადასტურა ზაზას გარდაცვალება.. პატარა ბიჭი ზაზას ცხედართან ერთად ჩვენ არ გვეკუთვნის“ – რას წერს ზაზა მესხის ახლობელი

2399
ფორტუნა - 2023-08-29T154719.462

ზაზა მესხის დაღუპვა დნმ-ის ანალიზით დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ზაზა მესხის ახლობელი ავრცელებს სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ ორი ბავშვის ცხედარი ისევ იძებნება.

„დნმ“ ანალიზმა დაადასტურა ზაზას გარდაცვალება. პატარა ბიჭი ზაზას ცხედართან ერთად ჩვენ არ გვეკუთვნის. დარჩენილია 2 პიროვნება და ეს ჩვენი 2 ბიჭია. ისინი ჯერ კიდევ იძებნებიან – ისინი ცელქები დახტუნავენ სადღაც ტყეში – ტყეში, ჩვენს გულებში,“ – წერს ზაზა მესხის ახლობელი, რაფაელ გოგიტიძე.

 

“დნმ” ანალიზმა დაადასტურა ზაზას ცხედარი.
პატარა ბიჭი ზაზას ცხედართან ერთად ჩვენ არ გვეკუთვნის. დარჩენილია 2 პიროვნება…

Posted by Raphael Gogitidze on Tuesday, August 29, 2023

 

„მამაკაცის ცხედარია ნაპოვნი, რომელიც ძალიან დიდი ალბათობით ზაზა მესხისაა“ – ზაზა მესხის ყოფილი მეუღლე ახალ ინფორმაციას ავრცელებს

„რამდენიმე დღის წინ იპოვეს ქალბატონის ცხედარი ხელზე ბეჭდით, რომელსაც შიგნიდან ეწერა „ზაზა”. გუშინ მამაკაცის ცხედარი ხელზე ბეჭდით, რომელსაც შიგნიდან აწერია „ალინა” – რას წერს ზაზა მესხის ახლობელი

„ზაზა მესხი იყო ბედნიერი…მას სიგიჟემდე უყვარდა საქართველო და თავისი ოჯახი, ნათელში იყავი” – მეგობრის ემოციური პოსტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები