LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა კვალიაშვილი: „ყველაზე კარგი გამოსავალია, ვისაც აქვს მშობლიური სოფელი, იქ გადავიდეს საცხოვრებლად…“

194
ekakvaliashvili519

ეკა კვალიაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ პანდემიის გამო შექმნილი მძიმე ფინანსური მდგომარეობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ თავადაც არ იცის, როგორ ახერხებს თავის გატანას.

ეკა კვალიაშვილი:

„მე ვფიქრობ, ყველაზე კარგი გამოსავალია, ვისაც აქვს საშუალება და გააჩნია მშობლიური სოფელი, გადავიდეს იქ საცხოვრებლად, მოუაროს მიწას, მოიწიოს ჯანსაღი მოსავალი და იმით იკვებოს. სამწუხაროდ, მე ეს ბედნიერება არ მაქვს, თორემ აუცილებლად წავიდოდი. დალოცვილი მიწა გვაქვს, რომელზეც ყველაფერი უგემრიელესი მოდის. სირცხვილია, ჩვენი მიწათმოქმედი ერი უცხოეთიდან შემოტანილ გენმოდიფიცირებულ პროდუქტს ჭამდეს…

გულსატკენია, რომ ადამიანები უპირისპირდებიან ერთმანეთს. როგორც კი ერთი იწყებს რაიმე აზრის მტკიცებას და ამბობს, რომ მხოლოდ ეს არის უტყუარი ჭეშმარიტება, მაშინვე გამოჩნდება მეორე, რომელიც საწინააღმდეგოს ამტკიცებს უდიდესი მონდომებით.

ჩვენ ვცხოვრობთ წამხედურობით, სხვისი მიბაძვით, რაღაცის ამოჩემებით. ახლა დამკვიდრდა ე.წ. „სვეცკაობა“ ვაქცინაციაზე, არის გარჩევა, რომელი ჯობია, წალეკეს სოციალური ქსელი გამოდებული მკლავებით, თუ „ფაზიერით“ აიცერი, მაგარი ხარ, უფრო „სვეცკი“ ხარ, დანარჩენი არ ვარგა… ვიღაცას თუ არ აქვს გაკეთებული, ან არ უნდა, მიდის იმის ჭკუის დარიგება, ბულინგი, შენ გაუნათლებელი ხარ, რატომ არ იცრები, როგორ შეიძლება და ა.შ. არადა, ყველას თავისი აზრი აქვს, თუ რატომ არ იცრება… ქვეყანაში კოვიდის გარდა სალაპარაკო არაფერია, სად წავიდა სხვა დაავადებები, რომლებიც ადამიანებს აწუხებდათ, ყველაფერი კოვიდმა შეჭამა?!.“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g