LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკის მინისტრი ანაკლიაზე: 2020 წელს უკვე მოქმედი პორტი უნდა გვქონოდა

80
66872771-2371137389642573-5469556180470726656-o

ეკონომიკის მინისტრი ანაკლიის პორტზე პირველ კომენტარს აკეთებს. „იმ პირობების თანახმად, რითაც თავის დროზე ამ პროექტის ტენდერზე გამოტანა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა მოხდა, 2020 წელს უკვე მოქმედი პორტი უნდა გვქონოდა. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა, რაც სრულად ინვესტორის პასუხისმგებლობაა, – ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულების გაწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება სწორია, რადგან თურნავას განცხადებით, მთავრობა კონსორციუმთან ერთად პროექტის გაგრძელების რესურსს ვერ ხედავს.

მინისტრის შეფასებით, პროექტის ვადების კიდევ ერთხელ გადადება შეუძლებელია და სახელმწიფო ინტერესებს ავნებს.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ პირგასამტეხლოს გადახდაც მოუწევს და პროექტის დაბრუნებაც - მთავრობა ახალ ინვესტორს მოძებნის

"სახელმწიფომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ 10 მილიონი დოლარის პირგასამტეხლო უკვე აპატია".

„მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიღებულ იქნა სრულიად ლოგიკური გადაწყვეტილება და ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან შეწყდა არსებული ხელშეკრულება. ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად ლოგიკურია იქიდან გამომდინარე, რომ 2017 წლიდან ამ პროექტს და მასში ჩართულ ინვესტორს ჩვენ უპრეცედენტო მხარდაჭერას ვუცხადებთ: ფინანსურს, იურიდიულს, ორგანიზაციულს, პოლიტიკურს. ვერ დამისახელებთ სხვა პროექტს, რომელსაც მთავრობამ ესოდენ მაღალი მხარდაჭერა გამოუცხადა. ეს ერთადერთი კომერციული პროექტია, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაშია მოხსენიებული“- განაცხადა თურნავამ და დასძინა, რომ ახალი ინვესტორის შესარჩევად პირობები შეიცვლება და გადახალისდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g