LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ემილია ვიკსტიდის“ პალტო, „შონ ბერეტის“ შლაპა და „მალბერის“ ხელჩანთა  – ქეით მიდლტონის საშემოდგომო ანსამბლი

104
ქეით-მიდლტონი

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის სამდღიანი ვიზიტი დიდ ბრიტანეთში სრულდება. სირილ რამაფოსას ლონდონში სამეფო ოჯახის წევრებმაც უმასპინძლეს. მათ შორის მეფე ჩარლზმა და დედოფალმა კამილამ, ასევე პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა. ამ დღეს ქეითმა არჩევანი „ემილია ვიკსტიდის“ ბორდოსფერ კაბაზე გააკეთა, რომელიც დიზაინერმა სპეციალურად უელსის პრინცესისთვის შექმნა. შემოდგომის ანსამბლს ქეითმა „შონ ბერეტის“ შლაპა, „მალბერის“ ხელჩანთა და ,,ჯანვიტო როსის“ ფეხსაცმელი შეუხამა.

აქსესუარის სახით ქეითმა პრინცესა დაიანას გულსაბნევი შეარჩია. ამ გულსაბნევის ისტორია სათავეს 1863 წლიდან იღებს, როცა დედოფალ ალექსანდრას ის ქორწილის დღეს აჩუქეს. ეს გულსაბნევი დედოფალმა ელისაბედმა წლების შემდეგ პრინცესა დაიანას აჩუქა, რომელიც ამ სამკაულით სამჯერ ვიხილეთ.

მეფე ჩარლზის პირველ ბანკეტზე ქეით მიდლტონი პრინცესა დაიანას გვირგვინით ბრწყინავდა

ქეით მიდლტონი ბავშვთა ცენტრში LK Bennet-ის 330 დოლარიან კაბაში მივიდა

ქეით მიდლტონი აღლუმზე პრინცესა დაიანას საყურეებითა და 16 ათას დოლარიანი გულსაბნევით გამოჩნდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები