LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ექიმებისგან შევიტყვე, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს საბუთებში სიმაღლე 2 სმ-ით მოაკლეს, პარამეტრები რომ შეინარჩუნონ“ – ლევან ხაბეიშვილი

205
Untitled design

„პრეზიდენტი სააკაშვილი რეანიმაციის პაციენტია, გადასაყვანია სასწრაფოდ რეანიმაციაში“, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ახლად არჩეული თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ კლინიკა „ვივა მედში“ მივიდა.

ნინო ნადირაძე: „მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციაში არ გადაგვიყვანია, თუ დავაპირებთ, გაგაგებინებთ“

როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, „ექიმებისგან შეიტყო, რომ საბუთებში მიხეილ სააკაშვილის სიმაღლე დაპატარავებული აქვთ, რათა პარამეტრები შეინარჩუნონ“.

„პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და მას არ ექცევიან როგორც პატიმარს, მას ექცევიან, როგორც პოლიტიკურ ოპოზიციონერ ლიდერს და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ.

ნებისმიერ სხვა პაციენტს, ამ მაჩვენებლებით, რეანიმაციაში გადაიყვანდნენ, მაგრამ არ გადაჰყავთ, იმიტომ, რომ მიმდინარეობს სასამართლო პროცესები, რომელმაც უნდა გაათავისუფლოს პრეზიდენტი სააკაშვილი ამ მდგომარეობიდან და სასამართლოსთვის არ უნდათ დამატებით არგუმენტი რომ „აი, იმდენად მძიმეა, რომ რეანიმაციაში გადაყვანა უწევთ“, არადა ვხედავთ, რომ სასამართლო პროცესებზე 100 მეტრში ვერ მოჰყავთ..

ისინი დანის პირზე დადიან და აკეთებენ ყველაფერს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდეს და ახლა მე როგორც შევიტყვე ექიმებისგან, პრეზიდენტი სააკაშვილის სიმაღლე აქვთ დაპატარავებული საბუთებში, იმიტომ, რომ კრიტიკულ ნიშნულს არ ჩამოსცდეს მისი პარამეტრები, ანუ, 1 მეტრი და 94 სმ-ია პრეზიდენტი სააკაშვილი და 68 კგ, რეალურად, და ამბობენ, 68 კილოგრამია და ახლა 1,92-სმ-ი, ანუ, 2 სანტიმეტრი კიდევ მოაკლეს და მოაკლეს იმიტომ, რომ პარამეტრები შეინარჩუნონ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ „საავადმყოფო არ არის ადგილი, სადაც შეიძლება პროტესტი გამართო“.

ვიდეო: „თუ საჭირო გახდა, [შევვარდები და ფიზიკურად გამოვიხსნი სააკაშვილს]“ – ლევან ხაბეიშვილი

„პრეზიდენტი სააკაშვილი რეანიმაციის პაციენტია, გადასაყვანია სასწრაფოდ რეანიმაციაში, რომ მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს და შემდეგ უკვე სასამართლო პროცესები ასე არ და ვერ უნდა გაგრძელდეს.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ საავადმყოფო არ არის ადგილი, სადაც შეიძლება პროტესტი გამართო, იმიტომ, რომ სხვა პაციენტებიც არიან, სხვა ადამიანების ჯანმრთელობის ხელყოფას ჩვენ არ ვაპირებთ, მაგრამ კარგად უნდა იცოდეს ბიძინა ივანიშვილმა, რომ ეს თემა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ იქნება პრიორიტეტული, ნომერ პირველი და ვერანაირი სხვა პოლიტიკური პროცესი ვერ იქნება ქვეყანაში, სანამ ტყვეობაში ეყოლებათ ნახევარი და უფრო მეტი მილიონი ადამიანი რომ მხარს უჭერს, ისეთი პოლიტიკური ლიდერი“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ჩხაიძე: კლინიკის პერსონალი მუშაობს წარმოუდგენელი წნეხისა და მუქარის ქვეშ.. მემუქრებიან მეც და მათ შორის, ჩემი ოჯახის წევრებსა

ჩალაძე: მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციაში გადაჰყავთ

არა პირველია, რომ ავრცელებენ ინფორმაციას, რაც მათ უნდათ – ჩხაიძე სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g