LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლარის გამყარებას ელის

75
998f7482b60335ff4ff967f8ee12240b_XL

რადგანაც მცურავი გაცვლითი კურსი შოკის შთანმთქმელ ფუნქციას ასრულებს, შეიძლება ვთქვათ, რომ ასეთ გაუფასურებას შემდგომ გამყარება მოჰყვება. თუ გადახედავთ ბოლო სამი წლის ინფორმაციას, ამის მაგალითები არის, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ეროვნული ვალუტის კურსთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, გაცვლით კურსზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას და უმეტეს მათგანზე ინფორმაცია რამდენიმე თვის შემდეგ იქნება ხელმისაწვდომი.

ლარის, ვალუტის კურსის მიმდინარე დინამიკის ახსნა უმეტეს შემთხვევაში არ არის შესაძლებელი და ზუსტად ამ მიზეზების გამო ცენტრალური ბანკები, ისევე როგორც მაკროეკონომიკური პროფილის საერთაშორისო ორგანიზაციები მიმდინარე კურსზე და მოკლევადიან რყვევებზე, როგორც წესი, კომენტარს არ აკეთებენ“, – ამბობს გვენეტაძე.

სებ-ის პრეზიდენტი ეროვნული ვალუტის გაუფასურებას გარე ფაქტორებით ხსნის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები