ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით საზოგადოებას კიდევ ერთ კეთილ საქმეში მონაწილეობისკენ მოუწოდებს და სთხოვს შეძლებისდაგვარად დაეხმარონ ავადმყოფ ქალს, რომელიც მან წუხელ, გვიან ღამით ნახა ქუჩაში.
„ძალიან სასწრაფოა და გთხოვთ წაიკითხოთ❗❗❗
წუხელ მოხუცი, ავადმყოფი ქალი ვნახეთ ქუჩაში. სულ გაყინული ამ სიცივეში
უფრო ხშირად ღამით პირდაპირ გარეთ წევს ამ ყინვაში. მოტყუებით სახლი დაკარგა და სამი თვეა ქუჩაში სძინავს. მათხოვრობის სცხვენია და ასე, ბურბუშელას ყიდის დღისით. ღამით კი სადაც დაუღამდება, იძულებულია იქვე დაიძინოს. ერთი შვილი ჰყავდა და ისიც გარდაეცვალა. სულ ტირის და საერთოდ არავინ არ ჰყავს ?
ამ ქალს გარეთ ვერ დავტოვებთ, აუცილებლად გაიყინება რომელიმე ღამეს.
მოგვეხმარეთ რითიც შეძლებთ, მანამდე ვეცდებით სახლი ვუშოვოთ რამე.
?გაგვივრცელეთ ეს ამბავი, როგორც შეძლებთ.
რა თქმა უნდა ახლაც, ერთად ყველაფერი გამოგვივა ❤️❤️❤️
ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ –
ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი
#GE35BG0000000144817300
აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისიბანკი
#GE90TB7603845061100016
PayPal – [email protected]
ძალიან სასწრაფოა და გთხოვთ წაიკითხოთ❗❗❗
წუხელ მოხუცი,ავადმყოფი ქალი ვნახეთ ქუჩაში. სულ გაყინული ამ სიცივეში
უფრო ხშირად…Posted by Akaa Sinjikashvily on ხუთშაბათი, 12 იანვარი, 2023
უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით – Akaki Sinjikashvili
#სიკეთეგადამდებია“, – წერს აკა სინჯიკაშვილი.