LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული საუკეთესო ქულების მქონე 12 პირველკურსელი ნეაპოლში ჩავიდა, ისინი ხვიჩა კვარაცხელიას შეხვდნენ

888
BeFunky-collage (1)

ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე მიღებული საუკეთესო ქულების მქონე 12 პირველკურსელი იტალიაში ჩავიდა. ისინი უკვე ქალაქ ნეაპოლში იმყოფებიან, სადაც ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას შეხვდნენ.

“ხვიჩა კვარაცხელიამ ქალაქ ნეაპოლში “გალფის” სტიპენდიანტებს უმასპინძლა, სტუდენტობა მიულოცა და თოთოეულს საფეხბურთო მაისური მისივე ხელმოწერით გადასცა საჩუქრად”, – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც “გალფი” ავრცელებს.

ისტორიული შეხვედრის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში შოთა არველაძეც აქვეყნებს, რომელიც სტუდენტებთან ერთად ნეაპოლში იმყოფება.

ცნობისთვის, “არველაძეების ფონდის” ინიციატივითა და კომპანია “გალფის” მხარდაჭერით, საქართველოს ყველა რეგიონიდან, ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე შეირჩა საუკეთესო ქულების მქონე 12 პირველკურსელი, რომლებიც 10 ნოემბერს იტალიაში, ქალაქ ნეაპოლში გაემგზავრა.

შერჩეული პირველკურსელები “მარადონას” სახელობის სტადიონზე ნაპოლი-უდინეზეს მატჩზე ხვიჩა კვარაცხელიას უგულშემატკივრებენ.