LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთჯერადი მენიუ და მხოლოდ 6 კაცი მაგიდასთან – გაეცანით, კვების ობიექტებში მოქცევის ახალ წესებს

2245
restaurant-1

საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია გასტრონომიულ კვების დაწესებულებაში ქცევის წესებს გვიზიარებს.

როგორც ასოციაციაში ამბობენ, გაიდლაინის მიზანია, გამოყოს დამატებითი ზომები, რაც უზრუნველყოფს კვების ჯაჭვის მთლიანობის შენარჩუნებას და მომხმარებლისთვის შესაბამისი და უვნებელი სურსათის მიწოდებას.

გაიდლაინი წარმოადგენს შრომის ინსპექციის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებულ დანართი #23-დან ამონარიდ მთავარ საკითხებს.

ძირითადი რეკომენდაციები გასტრონომიულ კვების დაწესებულებისთვის ასეთია:

  • უზრუნველყავით მაგიდის წინასწარი დაჯავშნა;
  • უზრუნველყავით დასაქმებულთა და მომხმარებელთა ყოველდღიური თერმოსკრინინგი;
  • უპირატესობა მიანიჭეთ უნაღდო ანგარიშსწორებას;
  • დაიცავით თანამშრომლების მითითებები;
  • მაგიდებს შორის დაიცავით უსაფრთხო მანძილი, არანაკლებ 2 მეტრისა;
  • მომხმარებელთა შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს არა ნაკლებ 1 მეტრიანი დისტანცია;
  • მაგიდასთან მოათავსეთ არა უმეტეს 6 მომხმარებელი; გამონაკლისი სახით შესაძლებელია ოჯახის წევრებისა და 12 წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება;
  • ბართან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, სასმელით მომსახურება უზრუნველყავით ინდივიდუალურად;
  • იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2-მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნას დროებითი დისტანციის ბარიერი;
  • გამოიყენეთ ინდივიდუალური გამასპინძლების წესი;
  • გამოიყენეთ სტუმრებისთვის ბეჭდური (ერთჯერადი) მენიუს შეთავაზება. ელექტრონული მენიუს შეთავაზების შემთხვევაში, მენიუს დაფასთან ხელების ჰიგიენური დამუშავებისთვის განათავსეთ სადეზინფექციო საშუალებები;
  • განათავსეთ თვალსაჩინო ადგილას განცხადებები COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები