LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს არის ჩვენი გააზრებული, გონივრული და პრაგმატული პოლიტიკის შედეგი, ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა – ღარიბაშვილი

48
garibashvili-fb4

ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ტურიზმის აღდგენა პრაქტიკულად ძალიან მაღალი ტემპით მიმდინარეობს. თუ შევადარებთ 2019 წლის მონაცემებს, თითქმის 70%-ით არის აღდგენილი ტურიზმი და ეს ძალიან სასიხარულო მონაცემებია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა.

„ჩვენ თუ შევხედავთ რა ხდება ზოგადად მსოფლიოში და აღარ მაქვს საუბარი იმ უბედურებაზე, რაც ხდება უკრაინაში, დამანგრეველი ომი და ომის შედეგებით გამოწვეული აი, ეს უბედურება და ნეგატიური ტალღა, რომელიც მთელ ევროპაში, მსოფლიოში ვრცელდება, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ეკონომიკური ზრდის ფაქტი გვახარებს, მაგრამ ეს შემთხვევით არ ხდება. მეგობრებო, ეს არის ჩვენი გააზრებული, გონივრული და პრაგმატული პოლიტიკის შედეგი, რომ ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, შევინარჩუნოთ მშვიდობა, სამშვიდობო პოლიტიკა და გრძელვადიანი სტაბილურობა და მეორე მხრივ, ხელი შევუწყოთ ეკონომიკის განვითარებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, რეგიონების განვითარებას, გამოცოცხლებას, ტურიზმს, ვაჭრობას და ა.შ. ეს ყველაფერი უნდა შევინარჩუნოთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები