ეკა ბესელია გუშინ, რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეთა მიერ გამართულ აქციას ეხმიანება სოციალურ ქსელში.
“ყველა კატეგორიის დასაცავი მყოლია ჩემს ხანგრძლივ, საინტერესო საადვოკატო პრაქტიკის დროს , მაგრამ არ მყოლია დასაცავთა შორის, ვინც ციხესთან დადგებოდა და მოშიმშილე , სიკვდილის პირას მყოფ ადამიანს ( როგორც არ უნდა გეჯავრებოდეს) დედას აგინებდა მიკროფონთან მდგომი….
და ეს არაა ორგანიზებული მართული აქცია?
და კოლექტიური ცნობილი გინება – ბადრის რა — ახლა ამით რომ შეცვალეთ ეს მორალურია???
ეს რა კაცობაა… ეს რა ადამიანობაა და ეს საერთოდ, რა არის ხალხოოო…”,- წერს ეკა ბესელია.
რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეთა აქცია გუშინ გაიმართა.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი მიზანია ხმა მიაწვდინონ მიხეილ სააკაშვილს და გააგებინონ, რომ არჩევნები „ნაციონალური მოძრაობის“ მარცხით დასრულდება.