LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს შეიძლება, იყოს ჩემი ბოლო განცხადება“ – უკრაინელი ოფიცერი „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან მიმართვას ავრცელებს

4596
BeFunky-collage (5)

ეს შეიძლება, იყოს ჩემი ბოლო განცხადება, რადგან სულ რამდენიმე დღე, ან თუნდაც საათი გვაქვს დარჩენილი, – ეს განცხადება უკრაინის არმიის 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის ხელმძღვანელმა, სერგეი ვოლინამ „სიენენთან“ სატელეფონო ჩართვისას გააკეთა.

ვოლინამ, რომელიც „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე იმყოფება, ქარხანაში არსებული მდგომარეობა აღწერა, როგორც კრიტიკული, დიდი რაოდენობით დაჭრილი ჯარისკაცების და შეზღუდული სამედიცინო მომსახურების გამო.

უკრაინელი ოფიცრის თქმით, ქარხნის ტერიტორიაზე დაახლოებით 500 დაჭრილი სამხედრო და ასობით მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება.

უკრაინის არმიის 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის ხელმძღვანელი მსოფლიო ლიდერებს მიმართავს, უზრუნველყონ დერეფანი მარიუპოლის გარნიზონისთვის და ქარხნის ტერიტორიაზე მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის.

ცნობისთვის, მარიუპოლის გადარჩენის ორ ვარიანტთან დაკავშირებით სერგეი ვოლინამ გუშინ სოციალურ ქსელში გაავრცელა მიმართვა.

ვრცლად იხილეთ: „მარიუპოლის გადარჩენის ორი ვარიანტი არსებობს“ – აზოვის ბრიგადის მაიორი რომის პაპის შემდეგ, მსოფლიო ლიდერებს მიმართავს

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g