LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ესაჭიროება გადაუდებელი ოპერაცია, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს, გთხოვთ გადავარჩინოთ ამ ულამაზესი პატარა გოგოს სიცოცხლე“ – ზანდა კონცელიძეს, რომელიც ავარიაში მოჰყვა და მისი მდგომარეობა მძიმეა, საზოგადოების დახმარება სჭირდება

1310
BeFunky-collage (2)

ახალგაზრდა მოცეკვავეს, ზანდა კონცელიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება.

გოგონა ავარიაში მოჰყვა და მისი მდგომარეობა მძიმეა.

როგორც სოციალურ ქსელში წერენ, საჭიროა გადაუდებელი ოპერაცია, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს.

ზანდა კონცელიძე ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული.

„ჩემო მეგობრებო ჩვენი მოცეკვავე ზანდა გუშინ მოყვა ავარიაში და მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. მას ესაჭიროება გადაუდებელი ოპერაცია რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს. მოგმართავთ ყველას თხოვნით, გადავარჩინოთ ამ ულამაზესი პატარა გოგოს სიცოცხლე და დავუბრუნოთ ის სცენას!

61004033657

დედა Tea Diasamidze

გთხოვთ ?გ ა ვ ა ზ ი ა რ ო თ !“ – წერს ელენა გამხუაშვილი.

ზანდა კონცელიძეს, რომელიც ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული, ასევე სჭირდება სისხლიც.

„ზანდას ჩვენ მოცეკვავეს ესაჭიროება სისხლის გადასხმა. მოყვა ავარიაში და იმყოფება მძიმედ. მარჯანიშვილზე ალადაშვილის კლინიკაში. ნებისმიერი სისხლი გამოგვადგება. აქვს პირველი დადებითი.

გთხოვთ ყველას დახმარებას და გელოდებით,“ – აღნიშნავს ელენა გამხუაშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g