LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის წამლის სააგენტო: AstraZeneca-ს ვაქცინა „უსაფრთხო და ეფექტურია“

125
2021-03-17T142302Z-313451143-RC22DM9VX3I0-RTRMADP-3-HEALTH-CORONAVIRUS-EU

ევროპის წამლის სააგენტოს კვლევის შედეგები “ასტრაზენეკას” ვაქცინასთან დაკავშირებით ცნობილია.

კვლევის მიხედვით, კორონავირუსის საწინააღმდეგო Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინა „უსაფრთხო და ეფექტურია“. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ევროკავშირის მედიკამენტების მარეგულირებელმა ორგანომ კვლევა მას შემდეგ ჩაატარა, რაც ევროპის 13 ქვეყანამ “ასტრაზენეკას” ვაქცინის გამოყენება შეაჩერა, რადგან შიშობდნენ, რომ ის სისხლის შედედებას იწვევდა.

წამლის სააგენტოს ექსპერტებმა განაცხადეს, რომ მათი დაკვირვებით, ურთიერთკავშირი ვაქცინის მიღებასა და თრომბის განვითარებას შორის არ ფიქსირდება.

“საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება გაგრძელდება” – ეკატერინე ტიკარაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g