კემბრიჯისა და ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ფიზიკური აქტივობა ხანგრძლივი სიცოცხლის მთავარი საიდუმლოა.

უახლესი კვლევა ჟურნალმა Lancet Global Health გამოაქვეყნა. ექსპერტები 168 ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების მდგომარეობას აკვირდებოდნენ. ცდისპირები ჯანდაცის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს მაქსიმალურად იცავდნენ და ფიზიკურ აქტივობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. კვირაში 150 წუთს საშუალო ინტენსივობის ვარჯიშებს უთმობდნენ.

ასეთი დატვირთვის დროს პულსი წუთში 120–დან 150–მდე დარტყმას შორისაა, თუმცა მაჩვენებელი ადამიანის ფიზიკური მდგომარეობის და ზოგადი ჯანმრთელობის მიხედვით შეიძლება შეიცვალოს.

მონაცემთა საბოლოო ანალიზით დადგინდა, რომ ვარჯიში ნაადრევი სიკვდილის შემთხვევების რაოდენობას 15%–ით ამცირებს, რაც ყოველწლიურად 4 მილიონამდე გადარჩენილ სიცოცხლეს უდრის. ამასთან, ეს ეფექტი ყველაზე უკეთ დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში შეიმჩნევა.

მეცნიერთა შეფასებით, უძრავი ცხოვრების სტილის გამო ყოველწლიურად მსოფლიოში 3 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება.

აქვე შემოგთავაზებთ 4 წესს, თუ როგორ უნდა იყოთ აქტიური კარანტინის პირობებში:

  • ყოველ დღე გაისეირნეთ ფეხით ან ველოსიპედით
  • ირბინეთ, თუკი ამის შესაძლებლობა გაქვთ
  • დაკავდით იოგით ან მარტივი ვარჯიშით სახლის პირობებში
  • თუკი ბაღი გაქვთ, მაშინ მებაღეობა საუკეთესო აქტივობაა

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05