LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფხაკაძე: ჯანდაცვის სექტორი იანვარ-თებერვლის ტალღისთვის მზად არ არის, თავს ნუ იმშვიდებთ და “მრჩევლები” გამოცვალეთ

1121
1

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება.

ჯანდაცვის მინისტრი: „ომიკრონის“ 1 000-მდე შემთხვევაა – სისტემა მზადაა ნებისმიერ გამოწვევას გაუმკლავდეს

“რამდენიმე კვირაში კოვიდინფიცირებულთა სამკურნალო „ფაიზერის“ და „მერკის“ წარმოების მედიკამენტები გვექნება” – ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა გაიზარდა

ფხაკაძე აცხადებს, რომ “პანდემია წამლით ვერ იმართება” და ასევე აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის სექტორი იანვარ/თებერვლის ტალღისთვის მზად არ არის:

“არ ცოდნა არცოდვაა. ვხედავთ, რომ ჯანდაცვის მინისტრი არ არის ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი და არის მენეჯერი/პოლიტიკოსი. კი, ბატონო მისაღებია, მაგრამ ამ შემთხვევაში პროფესიონალი მრჩევლები აიყვანეთ მაინც.

ბატონ მინისტრს ვურჩევდი (ვინაიდან ადეკვატური მრჩევლები აშკარად არ ჰყავს), რომ კომუნისტური მეთოდებით დღეს ჯანდაცვის სისტემა არ იმართება:

კომუნისტები და პენსიონერები გაუშვით პენსიაზე. ისინი მავნე პარაზიტებივით არიან. რომელიმე საპატიო “საბჭოში” შეიყვანეთ და ყველანი დავისვენებთ.

ინფექციის კონტროლი სამედიცინო დაწესებულებებში მობილური ჯგუფებით არ გვარდება! პროკურატურის შეყვანასაც ხომ არ აპირებთ?! ვინც გირჩიათ ასე ამ პრობლემის მოგვარება, არის როგორც მინიმუმ, არაპროფესიონალი!

პანდემია წამლით არ გვარდება და არ/ვერ იმართება!

ჯანდაცვის სექტორი არ არის მზად იანვარ/თებერვლის ტალღისთვის. თავს ნუ იმშვიდებთ და “მრჩევლები” გამოცვალეთ.

კიდევ ერთხელ, ჯანდაცვის მინისტრის წარმატება არის ქვეყნის წარმატება და იმედია, კონსტრუქციული კრიტიკა ადეკვატურად იქნება აღქმული!

კიდევ ერთხელ წარმატებას ვუსურვებ ჯანდაცვის მინისტრს და მის გუნდს.

PS: არც ერთ შეცდომას ყურადღებით გარეშე არ დავტოვებ. ისე, წარმატებას როცა ვხედავ, საჯაროდ ვამბობ, სხვებისგან განსხვავებით”, – წერს ფხაკაძე “ფეისბუქში”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები