LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის მინისტრი: „ომიკრონის“ 1 000-მდე შემთხვევაა – სისტემა მზადაა ნებისმიერ გამოწვევას გაუმკლავდეს

141
ზურაბ აზარაშვილი

ჯანდაცვის ახალი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამის – „ომიკრონის“ლაბორატორიულად დადასტურებული 1 000-მდე შემთხვევაა.

როგორც ზურაბ აზარაშვილმა დღეს, მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, თუ „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევების ზრდა გაგრძელდება, ჯანდაცვის სისტემა ყველა გამოწვევისთვის მზადაა.

მინისტრის ცნობით, ქვეყანაში რამდენიმე კვირაში კოვიდინფიცირებულთა სამკურნალო „ფაიზერის“ და „მერკის“ წარმოების მედიკამენტები გვექნება.

„გვაქვს ინფიცირების შემთხვევების ზრდა, საშუალოდ ყოველდღიურად 3 000 შემთხვევამდე. 1 000-მდე ლაბორატორიულად დადასტურებული გვაქვს „ომიკრონის“ შემთხვევა. დადებითად რაც შეიძლება ჩაითვალოს ისაა, რომ „ომიკრონის“ მიმდინარეობა საკმაოდ მსუბუქია.

გაზრდილი ინფექციებიდან გამომდინარე, არ გვაქვს მნიშვნელოვნად გაზრდილი ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა. ასევე, შემცირებულია გარდაცვალების რაოდენობა. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ მნიშვნელოვნად გაიზრდება „ომიკრონის“ შემთხვევები, ჯანდაცვის სისტემა სრულად მობილიზებულია და მზადაა გაუმკლავდეს ნებისმიერ გამოწვევას.

ადგილზე გვაქვს მედიკამენტები, რითაც სხვადასხვა ეტაპზე ვმკურნალობთ კოვიდით ინფიცირებულებს. ასევე შევუკვეთეთ და რამდენიმე კვირაში გვექნება „ფაიზერისა“ და „მერკის“ მედიკამენტები, რომელიც საკმაოდ ეფექტურობით გამოირჩევა“. – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.