LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფორტე“, „ქართული ხმები“, „შვიდკაცა, „ალილო“ და „თეატრალურის კვარტეტი“ ერთ პროექტში გაერთიანდნენ

121
მრავალხმიანობა

ახლახან ანსამბლთა უპრეცედენტო გაერთიანებით შექმნილი უახლესი ქართული პროექტი: „ქალაქური მრავალხმიანობა“ წარმოგვიდგინეს.

გაერთიანება, როგორც პროექტი,  მრავალწლიანი საშემსრულებლო ისტორიის მქონე ხუთი ანსამბლის შემოქმედებითი კოლაბორაციაა შემეცნებით -კულტურული მიზნების გარშემო:

სათანადო პოპულარიზაცია გაუწიოს,  ცნობადობა  აამაღლოს და ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა თაობებს გაუხსნას თვალსაწიერი ქართული ქალაქური მრავალხმიანობის, მისი მრავალწლოვანი ტრადიციების, მაღალი მხატვრული ღირებულებებისა  და კულტურული მნიშვნელობის შესახებ.

პროექტის შინაარსი მოიცავს შემეცნებით, კერძო და საჯარო  მაღალი კლასის საკონცერტო, თუ მასტერკლასის ტიპის შეხვედრებსა და საჩვენებელ (ცოცხალი შესრულება)  კონცერტებს მთელი საქართველოს მასშტაბით.

პროექტში გაერთიანებულია ჩვენი ქვეყნის 5 შესანიშნავი ანსამბლი,  რომელნიც, თავიანთი განვლილი თუ მოქმედი  მუსიკალური მოღვაწეობითა და მაღალი საშემსრულებლო თამასით უკვე იქცნენ ჟანრის, გემოვნებისა და პროფესიონალიზმის  გარანტად, რაც განაპირობებს კიდეც მათ ჯანსაღ სურვილსა და ნებას – გახდნენ მუსიკალური გზამკვლევები ქალაქური მრავალხმიანობის შესანიშნავი კულტურის მშვენიერ სამყაროში.

“ქალაქური მრავალხმიანობის”  პროექტში ერთიანდებიან შემდეგი ანსამბლები:

„ფორტე“

„ქართული ხმები“

„შვიდკაცა“

„ალილო“

„თეატრალურის კვარტეტი“

გაერთიანებამ, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საკონკურსო პროექტში, უკვე მოიპოვა პირველი დაფინანსება და სულ მალე,  საჯარო ღონისძიებებით ეწვევა საქართველოს არაერთ რეგიონს.

ქალაქური მრავალხმიანობის კულტურა, რომლის ტრადიციაც უკვე საუკუნეებს ითვლის, ჩვენი ქვეყნის კულტურისა და შემოქმედებითი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. იგი, არაჩვეულებრივი დელიკატურობით ახმიანებს ქართული ლაღი სარომანსო ბუნებისა და ამავე დროს ამაყი მგრძნობელობის იმ  მშვენიერ მისწრაფებებს, რომელიც ყველაზე გასაოცრად სწორედ ხმათა და მელოდიათა  მრავალფეროვნებაში წარმოჩნდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g