პოლონელი ევროპარლამენტარი კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფიდან ანა ფოტიგა საქართველოს მთავრობას მიმართავს გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან ჰუმანიტარული მიზნებისთვის. ამის შესახებ მან ევროპარლამენტში საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გამართული დებატების დროს განაცხადა.
„რამდენიმე წლის წინ ვლადიმერ პუტინმა პირადად აღწერა ის ქმედებები, რომელთა განხორციელებაც საქართველოს მე-3 პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სურდა.
„ყველას მოეკითხება“ – სააკაშვილის დედა
„იუსტიციის მინისტრი რომ აკეთებს განცხადებას და ფაქტობრივად, აანონსებს სააკაშვილის სიკვდილს..“
იმის მიუხედავად, თუ რა საფრთხე ელოდა სააკაშვილს სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, ის მაინც დაბრუნდა საქართველოში.
სააკაშვილს არ ეპყრობიან ისე, როგორც სხვა ნებისმიერ პატიმარს. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას ჰუმანიტარული მიზნების გამო ის სამკურნალოდ უცხოეთში დაუყოვნებლივ გაუშვან. ის საპატიმროში კვდება და ამაზე საქართველოს მომავალი ძალიან არის დამოკიდებული“, – განაცხადა ანა ფოტიგამ.
ამავე თემაზე:
დავით არახამიამ გადმომცა ფოტოები.. სურვილი მექნებოდა, რომ ნახოთ, როგორ გამოიყურება: ზელენსკი