44 წლის ამერიკელ მსახიობს, რიზ უიზერსფუნს სამი შვილი ჰყავს. ის და ჯიმ ტოტი 20 წლის ავას, 16 წლის დიკონსა და 7 წლის ტენესისს ზრდიან. უფროსი შვილები უიზერსფუნს მსახიობ რაიან ფილიპისგან ჰყავს. დღეს ყველაზე პოპულარული 20 წლის ავაა, რომელიც დედ-მამის კვალზე წავიდა და მსახიობობა დაიწყო. გარდა ამისა, ის საოცრად ჰგავს დედას და ამის გამო დედა-შვილს ხშირად ტყუპებად მოიხსენიებენ.
რიზ უიზერსფუნმა დღეს „ინსტაგრამზე“ ავას ახალი ფოტო გამოაქვეყნა: „ვიცი, რომ უკვე 20 წლისაა, მაგრამ შეპყრობილი ვარ ამ ბავშვით “ – წერს მსახიობი.