LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ნინო ნადირაძის ორიგინალური, სუპერმოდური და საინტერესო ჩაცმულობები

12103
ninonadiradze

ექიმი და ტელეწამყვანი, ნინო ნადირაძე თავისი მდიდრული და მრავალფეროვანი, მოდური გარდერობით მთელ საქართველოში ცნობილია.

„ინსტაგრამზე“ ნინო თითქმის ყოველდღიურად გვიზიარებს, რა შეარჩია ამჯერად თავისი გარდერობიდან.

ნინოს ბოლოდროინდელ ჩაცმულობებს თქვენთან ერთად გადავავლებთ თვალს.

ჯერჯერობით მის ანგარიშზე ბოლო ფოტო ახლახან ბარბარობის მისალოცად გამოქვეყნდა. ნინოს ხელში ცოცხი უკავია. როგორც იცით, 17 დეკემბერს დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ერთ-ერთი, რაც ოჯახში აუცილებლად უნდა გაკეთდეს, ეს ახალი ცოცხის ყიდვა და ძველის გადაგდებაა და როგორც ჩანს, ნინო ამ ჩვეულებაზე მიგვანიშნებს.

აღსანიშნავია, რომ ყველა ის იმიჯი, რომლითაც საზოგადოების წინაშე ამ ბოლო დროს წარდგა, ნინოს წლებს აკლებს და ის ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურება, განსაკუთრებით დახატულ კოლჰოტსა და თეთრსაყელოიან მოკლე კაბაში…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები