LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო, ვიდეო: გიგი დედალამაზიშვილის მეუღლე მარინა კარპი იუბილარია – როგორ მიულოცეს მარინას დაბადების დღე: უსაყვარლესი კადრები „მგზავრების“ გიგის ოჯახიდან

7112
fot (5)

გიგი დედალამაზიშვილის მეუღლე, მარინა კარპი იუბილარია. მას 33 წელი შეუსრულდა.

ამის შესახებ მარინა სოციალურ ქსელში წერს და ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.

„მგზავრების“ სოლისტის მეუღლე, საჯარო მადლობას უხდის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს.

ასევე მარინა საჯაროდ უხსნის სიყვარულს გიგი დედალამაზიშვილს და აღნიშნავს, რომ როცა მომავალ მეუღლეს შეხვდა მხოლოდ 20 წლის იყო და ფაქტობრივად, მის თვალწინ გაიზარდა.

„როცა მიყურებს, მის თვალებში ნაპერწკლებს ვხედავ…20 წლის ვიყავი, როცა ერთმანეთს შევხვდით, შენს თვალებზე გავიზარდე საყვარელო. მიყვარხარ ძალიან, სამუდამოდ,“ – აღნიშნავს მარინა.

ამასთან მარინა კარპი, რომელიც ცნობილი ფოტოგრაფია, დაბადების დღის აღსანიშნავად სოციალურ ქსელში ფოტოებს გვიზიარებს.

ულამაზესი კადრები ოჯახურ გარემოშია გადაღებული.

ცოლს დაბადების დღეს დიდი სიყვარულით ულოცავს გიგიც. ის ვიდეოებს სოციალურ ქსელში გვიზიარებს, სადაც ჩანს, რომ ოჯახმა მარინას სიურპრიზი მოუწყო.

კადრებში ვხედავთ, რომ მარინამ ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები