LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარია მელიას დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას ეთანხმებოდა, შეტევა მოხდა აშშ-ს ელჩზე: შალვა პაპუაშვილი

72
შალვა პაპუაშვილი

“პრემიერი გახარია ეთანხმებოდა პარლამენტის გადაწყვეტილებას – ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების თაობაზე,” – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, გიორგი გახარიას განსხვავებული პოზიცია მხოლოდ აღსრულების ვადებთან დაკავშირებით ჰქონდა.

„პარლამენტი ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხში ერთიანი იყო. პრემიერ-მინისტრი ამ პოზიციის დამცველი და მომხრე იყო.

ამის შემდეგ ჩვენ სასამართლო პროცესი ვიხილეთ. დადასტურებულად ვიხილეთ, თუ რასთან გვაქვს საქმე ჩვენი ოპონენტების მხრიდან. მოსამართლეს სხვა რომ ვერაფერი მოუძებნეს, მის ოჯახის წევრებზე დაიწყეს საუბარი.

შეტევა მოხდა აშშ-ს ელჩზე, რა სიტყვებით მოიხსენიებდნენ ელჩს. ეს ყველაფერი გვარწმუნებს, რომ ჩვენი ოპონენტების მიზანი არის დესტრუქცია და დესტაბილიზაცია. კანონი პირდაპირ ეთერში ირღვეოდა და სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში არაფერი იყო გასაკვირი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები